ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიარო, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად ქვეყანაში ზოგჯერ გიწევს სწრაფად და არადემოკრატიულად მოქმედება
ვოლოდიმირ ზელენსკი - უნდა ვაღიარო, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად ქვეყანაში ზოგჯერ გიწევს სწრაფად და არადემოკრატიულად მოქმედება

უნდა ვაღიარო, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად ქვეყანაში ზოგჯერ გიწევს სწრაფად და არადემოკრატიულად მოქმედება, – ეს განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ 22 ივნისს, კანადელი სტუდენტების წინაშე გამოსვლისას დროს გააკეთა.

კითხვაზე, როგორ შეძლეს უკრაინის პრეზიდენტმა და მთავრობამ საომარი ვითარების პირობებში ბალანსის პოვნა დემოკრატიულ უფლებებსა და უკრაინელების, ქვეყნის უსაფრთხოებას შორის, ზელენსკიმ აღნიშნა: „სამწუხაროდ, მე უნდა ვაღიარო, რომ უკრაინაში არასდროს გვქონია საომარი ვითარება გამოცხადებული აქამდე. ამიტომ საჭირო იყო სწრაფად და ხისტად მოქმედება, რადგან, როდესაც შენ იცავ დემოკრატიას, ეჭვგარეშეა, რომ ყველა ინსტრუმენტი ამის გასაკეთებლად არის დემოკრატიული. რადგან დემოკრატია არის დიალოგის უფლება, არჩევანის უფლება, თავისუფლება და ეს ყველაფერი სწორია; მაგრამ, როდესაც ომი მიმდინარეობს, დიალოგისთვის დრო არ არის. სამწუხაროდ, შენ არ გაქვს დისკუსიების დრო, რადგან საუბარია არა წუთებზე და წამებზე, არამედ ადამიანების სიცოცხლეზე. საუბარია გადარჩენილებისა და დაღუპულების რაოდენობაზე. საჭიროა მკაფიო, ხისტი წესები დიალოგის გარეშე. ამიტომ, მე უნდა ვაღიარო, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად ქვეყანაში ზოგჯერ გიწევს სწრაფად და არადემოკრატიულად მოქმედება. მაგრამ როდესაც ომი დამთავრდება, ვფიქრობ ეს თავის შედეგს გამოიღებს“, – განაცხადა ზელენსკიმ.