ვოლმა ყოფილ გუნდს 24 ქულა ჩაუგდო - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
ვოლმა ყოფილ გუნდს 24 ქულა ჩაუგდო - ნბა-ის მატჩების ვიდეომიმოხილვა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში რეგულარული სეზონის მორიგი სამი შეხვედრა გაიმართა. „ჰიუსტონმა“ საკუთარ არენაზე „ვაშინგტონს“ უმასპინძლა და დამაჯერებელი ანგარიშით – 107:88 სძლია.
„როკეთსის“ რიგებში საუკეთესო „ვაშინგტონის“ ყოფილი ლიდერი ჯონ ვოლი იყო – მის ანგარიშზე 24 ქულაა.
19 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა დემარკუს კაზენსმა. 20-20 ქულა მიითვალეს ერიკ გორდონმა და ვიქტორ ოლადიპომ.
ვაშინგტონელებს შორის ყველაზე მეტი. 33 ქულა ბრედლი ბილის ანგარიშზეა. რას ვესტბრუკმა 19 ქულითა და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა, მის აქტივში ასევე 7 პასია.
ჰიუსტონი-ვაშინგტონი 107:88
ატლანტა – კლიპერსი 108:99
იუტა – ნიუ იორკი 108:94