ამერიკული მედიის ცნობით, „ჰიუსტონმა“ და „ვაშინგტონმა“ ვესტბრუკისა და ვოლის გაცვლაზე მოლაპარაკება გამართეს
„ჰიუსტონ როკეტსი“ ამჟამად რასელ ვესტბრუკის ახალი გუნდის ძიებაშია. ეს მას შემდეგ ხდება, რაც თავად რასმა მოითხოვა ტეხასური გუნდიდან წასვლა. საქმე იმაშია, რომ ვესტბრუკი ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებს და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის 32 წლის არის, ახალი გუნდის მონახვა იოლი არ იქნება.
The Rockets and Wizards have discussed a deal centered on Russell Westbrook for John Wall, sources tell @TheAthleticNBA @Stadium. No traction yet, Rockets are seeking more assets.
— Shams Charania (@ShamsCharania) November 17, 2020
მედიაში ვესტბრუკის სახელთან ორი გუნდი „ნიუ იორკ ნიქსი“ და „შარლოტ ჰორნეტსი“ იყო ნახსენები. The Athletic-ის ჟურნალისტი შემს ჩარანია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ვაშინგტონმა“ და „ჰიუსტონმა“ ჯონ ვოლისა და რასელ ვესტბრუკის გაცვლაზე გამართეს მოლაპარაკება.