ამერიკული მედიის ცნობით, „ჰიუსტონმა“ და „ვაშინგტონმა“ ვესტბრუკისა და ვოლის გაცვლაზე მოლაპარაკება გამართეს
ამერიკული მედიის ცნობით, „ჰიუსტონმა“ და „ვაშინგტონმა“ ვესტბრუკისა და ვოლის გაცვლაზე მოლაპარაკება გამართეს

ჰიუსტონ როკეტსი“ ამჟამად რასელ ვესტბრუკის ახალი გუნდის ძიებაშია. ეს მას შემდეგ ხდება, რაც თავად რასმა მოითხოვა ტეხასური გუნდიდან წასვლა. საქმე იმაშია, რომ ვესტბრუკი ძალიან მაღალ ანაზღაურებას იღებს და თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ ის 32 წლის არის, ახალი გუნდის მონახვა იოლი არ იქნება.

მედიაში ვესტბრუკის სახელთან ორი გუნდი „ნიუ იორკ ნიქსი“ და „შარლოტ ჰორნეტსი“ იყო ნახსენები. The Athletic-ის ჟურნალისტი შემს ჩარანია კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ „ვაშინგტონმა“ და „ჰიუსტონმა“ ჯონ ვოლისა და რასელ ვესტბრუკის გაცვლაზე გამართეს მოლაპარაკება.