სანდრო მამუკელაშვილი „სან ანტონიო სპურსში“ დარჩება #1TVSPORT
ქართველი კალათბურთელი სანდრო მამუკელაშვილი მომდევნო სეზონსაც NBA-ის გუნდში, „სან ანტონიო სპურსში“ გაატარებს, – ამის შესახებ ინფორმაციას ESPN-ის ჟურნალისტი ადრიან ვონაროვსკი ავრცელებს.
როგორც ვონაროვსკი წერს, მამუკელაშვილი ახალი ერთწლიანი კონტრაქტის მიხედვით, 2.2 მილიონ დოლარს მიიღებს. ეს ინფორმაცია უკვე დაადასტურეს სააგენტო Priority Sports-ის წარმომადგენლებმა.
NBA-ის გასულ სეზონში საქართველოს ნაკრების წევრმა „სან ანტონიოს“ რიგებში 46 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ის საშუალოდ მოედანზე 10 წუთს ატარებდა, რა დროშიც 4.1 ქულას, 3.2 მოხსნასა და 1.1 შედეგიან გადაცემას აგროვებდა.
ბოლო დროს მამუკელაშვილს ევროპული კალათბურთის რამდენიმე ძლიერ გუნდს უკავშირებდნენ, თუმცა მან კარიერის კვლავ აშშ-ში გაგრძელება არჩია.
Free agent F Sandro Mamukelashvili has agreed on a one-year, $2.2 million deal to return to the San Antonio Spurs, sources tell ESPN. George Roussakis and Mark Bartelstein of @PrioritySports confirmed the deal. pic.twitter.com/SDycP275f9
— Adrian Wojnarowski (@wojespn) July 16, 2024