დავით ვოლკოვმა აზერბაიჯანის თასის გათამაშებაში დუბლი შეასრულა და გუნდი ნახევარფინალში გაიყვანა.
აზერბაიჯანის თასის 1/4 ფინალში “გაბალა” გასვლაზე “საბაჰს” დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა. სტუმართა გამარჯვებას სათავე ვოლკოვმა დაუდო – თავდამსხმელმა 22-ე წუთზე ანგარიში გახსნა, ერთ წუთში კი მეტოქის კარი მეორედ აიღო.
„გაბალას“ შემადგენლოიბაში დავით ვოლკოვთან ერთად მერაბ გიგაური იყო – ორივე ჩვენებური ძირითად შემადგენლობაში იყო.
პირველი შეხვედრა „გაბალას“ 3:0 ჰქონდა მოგებული და ორი მატჩის ჯამში მოპოვებული დიდი უპირატესობით (6:2) შემდეგ ეტაპზე გავიდა. 22 და 29 აპრილს ქართველების გუნდი ნახევარფინალში „ზირას“ შეხვდება.