კახა ცხადაძის „გაბალამ“, შესაძლოა, აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნოს #1TVSPORT
კახა ცხადაძის „გაბალამ“, შესაძლოა, აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ადგილი შეინარჩუნოს #1TVSPORT

კახა ცხადაძის „გაბალა“ აზერბაიჯანის ფეხბურთის უმაღლესი ლიგის 33-ე ტურში „საბაილს“ ესტუმრა და ქართველი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდმა პირველად გაიმარჯვა – 3:2.

ამ მომენტისთვის „გაბალა“ ქვეყნის ჩემპიონატში ბოლო ადგილზეა და გავარდნის საფრთხე ემუქრება, თუმცა, შესაძლოა, ლიგაში გუნდების რაოდენობა გაიზარდოს და კახა ცხადაძის გაწვრთნილმა გუნდმა საუკეთესოთა შორის ადგილი შეინარჩუნოს. ამის შესახებ აზერბაიჯანის საფეხბურთო ასოციაციის კლუბების კომიტეტის ხელმძღვანელმა და აღმასკომის წევრმა, მაგსუდ ადიგეზალოვმა azerisport-თან განაცხადა.

„კლუბების კომიტეტის ბოლო სხდომაზე ბევრი საკითხი განვიხილეთ. არის თემები, რომლებზეც კლუბებს შორის კონსენსუსი მიღწეულია და არის უთანხმოებაც. ეს ნორმალური სამუშაო პროცესია.

ზოგადად, ყველა კლუბი მხარს უჭერს ლიგაში გუნდების რაოდენობის გაზრდას, მაგრამ არამხოლოდ იმის გამო, რომ ტრადიციების მქონე დიდი გუნდები გადარჩნენ“, – ამბობს აზერბაიჯანის საფეხბურთო ასოციაციის წევრი.