ვლადიმირ ვაისი - თუ გვსურს რომ მოვიგოთ, პირველ ნომრად უნდა ვითამაშო
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმერ ვაისმა 2018 წლის ამხანაგური მატჩების წინ პრესკონფერენცია გამართა. ვაისის გუნდი 24 მარტს ლატვიას, 27 მარტს კი ესტონეთის ეროვნულ ნაკრებებს დაუპირისპირდება.
„თუ გვსურს რომ მოვიგოთ, უნდა ვითამაშოთ პირველ ნომრად. შეკრებაზე 20 ფეხბურთელია და მინდა ორივე შეხვედრაში შანსი ყველა მათგანს მივცე. ჩვენ უნდა ვისწავლოთ ასეთი მეტოქეების დამარცხება, რადგანაც ერთა ლიგაზე სწორედ ისინი იქნებიან ჩვენი მეტოქეები. რაც შეეხება ერთა ლიგას, აღნიშნული ტურნირის ფორმატი საქართველოს ნაკრებისთვის კარგი შანსია ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად რაც ყველა ჩვენგანის დიდი სურვილია.
ყაზახეთი, ლატვია და ანდორა ჩვენი დონის გუნდები არიან და ყველაფერს გავაკეთებთ მიზნის მისაღწევად. რაც შეეხება ნაკრების დებიუტანტ გიორგი ჩაკვეტაძეს, მას თითქმის 2 წელია ვაკვირდები და უდიდესს პროგრესს განიცდის. იგი გუნდთან ვარჯიშით სიამოვნებას იღებს, კარგად აზროვნებს და ვთვლი რომ დიდი მომავალი აქვს”,- განაცხადა ვაისმა.
საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ორივე ამხანაგურ შეხვედრას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე უმასპინძლებს. მატჩები 19:00 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.
სანაკრებო მატჩების პირდაპირ ტრანსლაციას მაყურებელს პირველი არხი შესთავაზებს.