ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საპენსიო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანაზე კანონს ხელი მოაწერა
ვლადიმერ პუტინმა რუსეთის საპენსიო კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანის შესახებ კანონს ხელი მოაწერა . ინფორმაციას ამის შესახებ კრემლის პრესსამსახური ავრცელებს. საპენსიო ასაკის აგზრდის შესახებ კანონი დღეს რუსეთის ფედერაციის საბჭომ დაამტკიცა. კენჭისყრა რუსეთის პარლემტნის ზედა პალატაში გარეთ მიმდინარე საპროტესტო აქციის ფონზე გაიმართა.
საპენსიო კანონმდებლობის ცვლილების შედეგად, საპენსიო ასაკი ხუთი წლით, მამაკაცებისთვის 65 წლამდე, ქალებისთვის კი, 60 წლამდე გაიზრდება.
რუსეთის მთავრობამ საპენსიო რეფორმის შესახებ 2018 წლის 14 ივნისს გამოაცხადა. ხელისუფლების გეგმამ მთელ ქვეყანაში საპროტესტო გამოსვლები გამოიწვია, ვლადიმერ პუტინის რეიტინგი კი, მკვეთრად დაეცა. 29 აგვისტოს ვლადიმერ პუტინი სპეციალურ მიმართვაში რეფორმის პროექტში რამდენიმე ცვლილების შეტანის შესწორებით გამოვიდა, მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ქალებისთვის საპენსიო ასაკის არა რვა, არამედ ხუთი წლით გაზრდა იყო.