ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან დაკავშირებულ სამ კომპანიას  აშშ-მა სანქციები მოუხსნა
ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ოლიგარქ ოლეგ დერიპასკასთან დაკავშირებულ სამ კომპანიას აშშ-მა სანქციები მოუხსნა

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მოკავშირე ოლიგარქის, ოლეგ დერიპასკასთან დაკავშირებულ სამ კომპანიას ამერიკის შეერთებულმა შტატებმა სანქციები მოუხსნა.

BBC-ს ინფორმაციით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენეტმა Rusal-ზე, En+ Group-ზე და EuroSibEnergo-ზე სანქციების მოხსნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც დერიპასკა კონტროლის დათმობას დათანხმდა.

რუსი ოლიგარქის წინააღმდეგ დემოკრატები სანქციების გაგრძელებას ითხოვდნენ, თუმცა სახაზინო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ თავად ოლეგ დერიპასკას წინააღმდეგ შეზღუდვები კვლავ ძალაშია.

რუსი ოლიგარქი დაკავშირებულია სპეციალური პროკურორის გამოძიებასთან, რომელიც აშშ-ის არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევას იძიებს.

აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტში ამბობენ, რომ აღნიშნულ კომოპანიებში ოლეგ დერიპასკას პირდაპირი და არაპირდაპირი აქციები იმდენას შემცირდა, რომ მისი კონტროლიდან გავიდა.

კომპანია Rusal-ი მსოფლიო ბაზარზე ალუმინის ერთ-ერთი დიდი მიმწოდებელია.