ვიტალი დარასელიას თასი - „დინამომ“ ინგლისელები გაანადგურა, ფედერაციის აკადემიამ უკრაინელებს სძლია [ვიდეო]
თბილისის „დინამოს“ 15-წლამდელთა გუნდმა ვიტალი დარასელიას სახელობის თასის გათამაშებაზე ამჯერადაც შესანიშნავი ფეხბურთი აჩვენა. შვეიცარიული „ციურიხის“ ძლევის შემდეგ, დინამოელებმა ამჯერად ინგლისური „ვულვერჰემფთონი“ 4:0 დაამარცხეს. „დინამომ“ უპირატესობა თავიდანვე მოიპოვა და სტანდარტული სიტუაციებიც ბრწყინვალედ გამოიყენა. ანგარიში მე-14 წუთზე ლუკა გაგნიძემ
ზუსტად შესრულებული საჯარიმო დარტყმის შემდეგ გახსნა. მანვე 21-ე წუთზე უნაკლოდ შეასრულა პენალტი – 2:0. 49- ე წუთზე ლუკა ჯანაშიამ სამამდე გაზარდა ანგარიში. საბოლოო შედეგი კი 62-ე წუთზე ჯადული იობაშვილმა დააფიქსირა. „დინამომ„ „ა“ ჯგუფში ორივე მატჩიც დიდი ანგარიშით მოიგო და პლეიოფის საგზურიც ვადაზე ადრე მოიპოვა.
„დინამო თბილისი“ 4:0 „ვულვერჰემფთონი“
გოლი: 1:0 გაგნიძე 14’ 2:0 გაგნიძე 21’ 3:0 ჯანაშია 49’ 4:0 იობაშვილი 62’
დინამო: ჯოჯუა, გოგოტიშვილი, გაფრინდაშვილი, ხვადაგიანი , ჩხეტიანი, გაგნიძე (ჯანაშია 36), გეგიაძე, თოდუა (კობახიძე 63), იობაშვილი, შიოლაშვილი (კვერენჩხილაძე 36), აბუაშვილი (გოგებაშვილი 63)
ციურიხი 2:2 ემპოლი
„ბ“ ჯგუფი
გამარჯვებით დაასრულა შეხვედრა ტურნირის მონაწილე მეორე ქართულმა გუნდმაც – ფეხბურთის ფედერაციის აკადემია კიევის „დინამოს“ შეხვდა 1:0 დაამარცხა. აკადემიის ფეხბურთელებმა მეტოქის კარი 30-ე წუთზე აიღეს. ზუსტი დარტყმით თავი დიმა ღურწკაიამ გამოიჩინა.
ყველაზე უხვგოლიანი ჰოლანდიური „ფეიენოორდისა“ და პორტუგალიური „ბრაგას“ მატჩი გამოდგა, რომელიც როტერდამელებმა 5:0 მოიგეს და „ბ“ ჯგუფში სიტუაცია უკიდურესად დაძაბა. სფფ-ს აკადემია 4 ქულით პირველ ადგილზეა, 3-3 ქულით მეორე-მესამეზე კიევის „დინამო“ და „ფეიენოორდი“ არიან, ხოლო ერთი ქულით ბოლოზე „ბრაგაა“, რომელიც პლეიოფში გასვლის შანსს მაინც ინარჩუნებს.
სფფ-ს აკადემია 1:0 დინამო კიევი
გოლი: 1:0 ღურწკაია 30’
სფფ: ხარატიშვილი, აბჟანდაძე (გრიგალაშვილი 64), ზოსიაშვილი, პირტახია, რურუა, გ. მამაგეიშვილი (ლაბაძე 56), ო. მამაგეიშვილი, ხიმშიაშვილი (ფუტკარაძე 56), წულუკიძე (სორდია 53), ჭეიშვილი, ღურწკაია (გოჩიაშვილი 64)
„ფეიენოორდი“ 5:0 „ბრაგა“.