ვიტალი დარასელიას თასზე რვა გუნდი ითამაშებს
ვიტალი დარასელიას თასზე რვა გუნდი ითამაშებს

15 – დან 21 აპრილის ჩათვლით თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემია ზედიზედ მეოთხედ ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო ტურნირს უმასპინძლებს.

წელს ვიტალი დარასელიას თასი 15 წლამდე ასაკის გუნდებს შორის ჩატარდება და ტურნირში რვა კლუბი ითამაშებს. მოახლოებულ ტურნირზე „დინამო თბილისის“ გარდა ასევე სფფ-ს აკადემია, „ფეიენოორდი“ (ჰოლანდია), „ბრაგა“ (პორტუგალია), „ციურიხი“ (შვეიცარია), „ვულვერჰემფტონი“ (ინგლისი), „ემპოლი“ (იტალია) და კიევის „დინამო“ (უკრაინა) იასპარეზებენ. მატჩები დინამოს აკადემიის მოედნებზე ჩატარდება, ხოლო ფინალურ შეხვედრას „დინამო არენა“ 21 აპრილს უმასპინძლებს.

შეგახსენებთ, რომ შარშან, ვიტალი დარასელიას თასის ფინალში „ესპანიოლი“ გავიდა და თბილისის „დინამოსთან“ დაპირისპირება კატალონიელთა გამარჯვებით დასრულდა.