დარასელიას საერთაშორისო თასის გათამაშება იწყება - „დინამო“ - „მონცას“ დაუპირისპირდება #1TVSPORT
დარასელიას საერთაშორისო თასის გათამაშება იწყება - „დინამო“ - „მონცას“ დაუპირისპირდება #1TVSPORT

4 აპრილს ვიტალი დარასელიას სახელობის საერთაშორისო თასის გათამაშება იწყება. ტურნირი, რომელიც ასაკობრივ გუნდებს შორის ტარდება, წელს მეხუთედ გაიმართება.

წლევანდელი გათამაშების გახსნამდე, 13:00 საათზე დაგეგმილია პრესკონფერენცია, რომელიც „დინამოს“ აკადემიის მედიადარბაზში (მის.: ლუბლიანას 62) გაიმართება. შემდეგ ტურნირის გახსნის ცერემონია შედგება, ხოლო პირველი შეხვედრა „დინამო თბილისსა“ და იტალიურ „მონცას“ შორის 16:00 საათზე დაიწყება.

მოახლოებულ ტურნირზე, „დინამო თბილისის“ გარდა, 4 ქვეყნის 5 გუნდი იასპარეზებს – იტალიური „ჯენოასა“ და „მონცას“ აკადემიები, ასევე ესპანური „სევილია“, თურქული „ბაშაქშეჰირი“ და აზერბაიჯანული „ყარაბაღი“.

თითო ჯგუფში 3-3 გუნდი განაწილდა. მატჩები „დინამოს“ აკადემიის მოედანზე ჩატარდება.

პირველი დღის განრიგი:

13:00 საათზე პრესკონფერენცია
14:30 ტურნირის გახსნის ცერემონია
16:00 „დინამო“ – „მონცა“
18:00 „სევილია“ – „ჯენოა“