ვინისიუსსა და „რეალს“ შორის კონტრაქტის თაობაზე დავა კიდევ უფრო დაიძაბა #1TVSPORT

09:29, 03.08.2025

მადრიდის „რეალის“ ფორვარდი ვინისიუსი წლიური ხელფასის სახით 25 მილიონ ევროს ითხოვს. ბრაზილიელი მხოლოდ ამ პირობით გააფორმებს ახალ კონტრაქტს ესპანურ კლუბთან, – წერს გამოცემა El Larguero.

წყაროს ცნობით, „რეალში“ ეს თანხა გადამეტებულად ეჩვენებათ. კლუბის პრეიდენტი ფლორენტინო პერესი მზად არის, ბრაზილიელს წელიწადში „სუფთა“ 20 მილიონი ევრო გადაუხადოს. ეს თანხა დიდად არ აღემატება ვინისიუსის ამჟამინდელ ხელფასს, ამიტომაც ფეხბურთელის გარემოცვას მიაჩნია, რომ ვინისიუსის მხრიდან აბსურდული იქნება ასეთ პირობებზე დათანხმება.

აღნიშნავენ, რომ მადრიდული კლუბის მოთმინება იწურება. მართალია, ვინისიუსს კონტრაქტში გამოსასყიდ თანხად მილიარდი ევრო უწერია, მაგრამ კლუბი მზად არის, განიხილოს წინადადება, თუ მისი მოთხოვნა ხელფასზე შენარჩუნებული იქნება.

მსგავსი