ვინისიუსმა „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT
ვინისიუსმა „რეალთან“ ახალი კონტრაქტი გააფორმა #1TVSPORT

მადრიდის „რეალმა“ ახალი კონტრაქტი გააფორმა ფორვარდ ვინისიუს ჟუნიორთან. ამის შესახებ თავის „ტვიტერში“ დაწერა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

წყაროს ცნობით, გარიგების შესახებ ოფიციალურად ივლისში გამოაცხადებენ. კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდე იქნება ძალაში. 21 წლის ბრაზილიელის გამოსასყიდ თანხად ხელშეკრულებაში ერთი მილიარდი ევრო ჩაიწერა.

დასრულებულ სეზონში ვინისიუსმა 52 მატჩი ჩაატარა, 22 გოლი გაიტანა და 20 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

კვლევითი ცენტრის CIES-ის ვერსიით, ვინისიუსი მეორე ადგილზეა მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელების სიაში.