ვინისიუსი 2023 წლის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად დაასახელეს, რომელიც უცხოეთში თამაშობს #1TVSPORT
ვინისიუსი 2023 წლის საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელად დაასახელეს, რომელიც უცხოეთში თამაშობს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ თავდამსხმელი ვინისიუს ჟუნიორი „ოქროს სამბას“ 2023 წლის გათამაშების გამარჯვებულად დასახელდა.

„ოქროს სამბა“ არის ჯილდო, რომელიც უცხოეთში მოთამაშე საუკეთესო ბრაზილიელ ფეხბურთელს გადაეცემა. აღნიშნული ინდივიდუალური ტიტული 2008 წლიდან გაიცემა.

ვინისიუსმა „ოქროს სამბა“ კარიერაში პირველად მოიგო. წლევანდელ გათამაშებაში მეორე ადგილზე ნეიმარი გავიდა, ხოლო მესამეზე – ფრანგული პსჟ-ის კაპიტანი მარკინიოსი.

„ოქროს სამბა“ ყველაზე მეტჯერ ისტორიაში ნეიმარმა მოიგო, ის ექვსჯერ იყო პირველი.