ბენზემა, მანე და სალაჰი „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტები არიან #1TVSPORT
ბენზემა, მანე და სალაჰი „ოქროს ბურთის“ მთავარი პრეტენდენტები არიან #1TVSPORT

ცნობილმა ინტერნეტ-გამოცემა Goal-მა შეადგინა 2022 წლის „ოქროს ბურთის“ ძირითადი პრეტენდენტების სია.

ქალთა შორის პირველ კანდიდატად სახელდება ესპანელი ალექსია პუტელიასი „ბარსელონადან“, რომელმაც ევრო 2022-ის წინ მუხლის მძიმე ტრავმა მიიღო და 12 თვე ვერ ითამაშებს. პუტელიასი პრიზის მოქმედი მფლობელია.

მამაკაცთა რეიტინგში პირველი ადგილი დაიკავა „რეალის“ ფორვარდმა ქარიმ ბენზემამ. TOP5-ში შედიან – სადიო მანე (ლივერპული/ბაიერნი), მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), კილიან მბაპე (პარ სენ-ჟერმენი) და ვინისიუს ჟუნიორი (რეალი).

2021-22 წლების სეზონის „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტებს ოფიციალურად 12 აგვისტოს გამოაცხადებენ. ასევე დაასახელებენ ნომინანტებს წლის მეკარისა და წლის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის (U21) პრიზებზე.

„ოქროს ბურთისა“ და სხვა ჯილდოების გადაცემის ცერემონია 17 ოქტომბერს გაიმართება.