„მარკა“ - ბრაზილიის ნაკრებში მიაჩნიათ, რომ სერბები სპეციალურად ცდილობდნენ ნეიმარისთვის ტრავმის მიყენებას #1TVSPORT
„მარკა“ - ბრაზილიის ნაკრებში მიაჩნიათ, რომ სერბები სპეციალურად ცდილობდნენ ნეიმარისთვის ტრავმის მიყენებას #1TVSPORT

ბრაზილიის ნაკრებში მიაჩნიათ, რომ სერბეთი შეგნებულად ცდილობდა ნეიმარისთვის ტრავმის მიყენებას.

გაზეთ Marca-ს მონაცემებით, ბრაზილიის ნაკრებში არის მოსაზრება იმის შესახებ, რომ სერბი მოთამაშეები სპეციალურად ცდილობდნენ პირველი ტურის მატჩის დროს ტრავმის ფასად ნეიმარის თამაშიდან გამოთიშვას. გარდა ამისა, ბრაზილიელები შიშობდნენ, რომ სერბები შეეცდებოდნენ ვინისიუს ჟუნიორისთვისაც მიეყენებინათ ტრავმა.

ამასთან, ბრაზილიის ნაკრების სამწვრთნელო შტაბმა განუცხადა „მარკას“, რომ ასეთი განწყობა მათი გუნდის ვარსკვლავების მიმართ უცხო არ არის. „ჩვენ ვიცით, რომ მეტოქეები დაგეშილები არიან მათ წინააღმდეგ და ჩვენ ამას უნდა გავუმკლავდეთ“, – განაცხადეს მათ.

ბრაზილიის ნაკრების სასტარტო შეხვედრაში სერბეთის ფეხბურთელებმა ცხრაჯერ დაარღვიეს თამაშის წესი ნეიმარზე, რომელმაც ტერფის სერიოზული დაზიანება მიიღო და მხოლოდ მერვედფინალიდან შეძლებს თავისი გუნდის დახმარებას.