„ჩელსის” ნახევარმცველი ვილიანი ლონდონის „არსენალში” გადასვლისკენ იხრება.
იტყობინებიან, რომ 31 წლის ბრაზილიელმა ყველაზე სარფიანი წინადადება „ინტერ მაიამისგან” მიიღო, რომლის ერთ-ერთი თანამფლობელია ინგლისის ნაკრების ყოფილი ნახევარმცველი დევიდ ბექჰემი. მაგრამ ვილიანს ლონდონში დარჩენა და „არსენალში” გადასვლა სურს. ფეხბურთელმა უკვე აცნობა თავის მეგობრებს „მეთოფეთა” რიგებში სატრანსფერო გეგმების შესახებ.
ადრე იტყობინებოდნენ, რომ ვილიანი თავისუფალი აგენტის სტატუსით აწარმოებს მოლაპარაკებებს „არსენალთან”. ლონდონელებმა ფეხბურთელს მრავალწლიანი კონტრაქტი შესთავაზეს. MLS-დან წინადადების გარდა, ბრაზილიელის მიმართ ინტერესს ასევე რამდენიმე ევროპული კლუბი გამოხატავს.
გასულ სეზონში ვილიანმა ყველა ტურნირში 47 მატჩი ჩაატარა და 11 გოლი გაიტანა.