არტეტა - „არსენალი“ ვალდებულია, ევროპის ლიგაზე მოხვდეს #1TVSPORT
არტეტა - „არსენალი“ ვალდებულია, ევროპის ლიგაზე მოხვდეს #1TVSPORT

„არსენალის“ მთავარი მწვრთნელი მიკელ არტეტა აცხადებს, რომ მისი გუნდი ვალდებულია, ევროპის ლიგაზე თამაშის უფლება მოიპოვოს. 

„ევროპის ლიგაზე მოხვედრა –  ჩვენი ვალდებულებაა. ჩვენ გვსურს, რომ ევროპაში ვიყოთ, –  ციტირებს ლონდონელთა მთავარი მწვრთნელის სიტყვებს Goal . – რა თქმა უნდა, ყოფილა შემთხვევები, როდესაც გუნდი ევროთასებზე ვერ გასულა, შემდეგ სწორი რეფორმები ჩაუტარებიათ და კვლავ დიდ სარბიელზე დაბრუნებულან, მაგრამ მე მოვლენების ამგვარი განვითარება არ მსურს“.

პრემიერლიგის სატურნირო ცხრილში ინგლისის ერთ-ერთი ყველაზე ტრადიციული და ძლიერი კლუბი მხოლოდ მეათე პოზიციაზე იმყოფება, ჩემპიონატს კი „მანჩესტერ სიტი“ ერთპიროვნულად ლიდერობს.