ლამელას საოცარი გოლი და წითელი ბარათი – ლონდონური დერბი „არსენალის“ გამარჯვებით დასრულდა [ვიდეო] #1TVSPORT

23:48, 14.03.2021

ინგლისის პრემიერლიგაში ტურის ცენტრალურ შეხვედრაში „არსენალი“ „ტოტენჰემს“ დაუპირისპირდა. ლონდონური დერბი სანახაობრივი და დაძაბული გამოდგა, სადაც გულშემატკივარმა თითქმის ყველაფერი იხილა.

https://twitter.com/premierleague/status/1371165233880969217

პირველ ტაიმში არტეტას გუნდი უკეთ გამოიყურებოდა და ბევრს უტევდა, მაგრამ 33-ე წუთზე უნაკლო კომბინაციის შემდეგ ერიკ ლამელამ რაბონა დარტყმით მეკარისგან მარცხენა კუთხეში გაგზავნა ბურთი და სეზონის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული გოლი გაიტანა. ანგარიში ტაიმის მიწურულუს მარტინ ოდეგაარდმა გაათანაბრა.

შეხვედრის 64-ე წუთზე ლაკაზეტიმ თავისივე მოპოვებული თერთმეტმერიანი გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მოურინიოს გუნდი 76-ე წუთზე 10 კაცით დარჩა, რადგან ლამელამ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და თამაშის დატოვება მოუწია. მიუხედავად ამისა, „დეზები“ მაინც ქმნიდნენ მომენტებს და თამაშის მიწურულს ჰარი კეინის დარტყმის შემდეგ „მეთოფეები“ ძელმა იხსნა. საბოლოო ჯამში, „არსენალმა“ მეტოქე 2:1 დაამარცხა და მძიმე სამი ქულა მოიპოვა.

„არსენალი“ 41 ქულით მე-10 ადგილზე იმყოფება და ჩემპიონთა ლიგის ზონას 10 ქულით ჩამორჩება, რაც შეეხება „ტოტენჰემს“, მოურინიოს გუნდს 45 ქულა აქვს და მე-7 ადგილს იკავებს.

მსგავსი