ჟოაო ფელიქსი „ჩელსიში“ ოფიციალურად წარადგინეს - პორტუგალიელი ინგლისში სეზონის ბოლომდე დარჩება #1TVSPORT
ჟოაო ფელიქსი „ჩელსიში“ ოფიციალურად წარადგინეს - პორტუგალიელი ინგლისში სეზონის ბოლომდე დარჩება #1TVSPORT

ლონდონის „ჩელსიმ“ კლუბის ვებგვერდზე მადრიდის „ატლეტიკოდან“ პორტუგალიელი თავდამსხმელის ჟოაო ფელიქსის ტრანსფერის შესახებ ოფიციალურად გამოაცხდა.

პორტუგალიელი ფორვარდი „ჩელსიში“ სეზონის ბოლომდე იჯარით გადავა, ხელშეკრულება ტრანსფერის გამოსყიდვას არ ითვალისწინებს. გავრცელებული ინფორმაციით, „ჩელსი“ „ატლეტიკოს“ ფეხბურთელის იჯარის სანაცვლოდ 11 მილიონ ევროს გადაუხდის.

„ბედნიერი ვარ, რომ „სტემფორდ ბრიჯზე“ თამაშის შესაძლებლობა მექნება. „ჩელსი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია და მინდა, რომ მას დასახული მიზნების მიღწევასა და ტიტულების მოგებაში დავეხმარო“, – განაცხადა ფელიქსმა კლუბის ოფიციალურ ვებგვერდთან საუბრის დროს.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში ჟოაო ფელიქსმა „ატლეტიკოს“ მაისურით ყველა ტურნირზე 4 გოლი გაიტანა და 3 საგოლე პასი გააკეთა. კატარის მსოფლიო ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკერბში მან 4 მატჩი ჩაატრა, ერთი გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.