ვილი სანიოლი - მსაჯმა შეცდომები დაუშვა, ბოსნია-ჰერცეგოვინის კარში პენალტიც უნდა დაენიშნა #1TVSPORT
ვილი სანიოლი - მსაჯმა შეცდომები დაუშვა, ბოსნია-ჰერცეგოვინის კარში პენალტიც უნდა დაენიშნა #1TVSPORT

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გასვლაზე მოგებული შეხვედრა შეაფასა და განაცხადა, რომ მეტოქეს ახალი არაფერი შემოუთავაზებია – საფრანგეთის ნაკრებისა და მიუნხენის „ბაიერნის“ ყოფილმა ფეხბურთელმა მსაჯობის მიმართ უკმაყოფილებაც არ დამალა და განაცხადა, რომ მეორე გოლის გატანაც რეალური იყო, მსაჯს მასპინძელთა კარში პენალტი რომ დაენიშნა.

ლეგენდარული ფრანგი დიდი წარმატებით უძღვება საქართველოს ნაკრებს, ბულგარელ მწვრთნელს კი ტაქტიკური ბრძოლა სრულად მოუგო“, – წერს გამოცემა n1info.

„ბოსნია-ჰერცეგოვინას ნაკრების სათამაშო სქემაში ჩვენთვის არანაირი სიურპრიზი არ ყოფილა – მეტოქემ ითამაშა იგივე სისტემით, როგორც წინა ორი მატჩი. ამის გამო მოგება გაგვიადვილდა. ვფიქრობ, საკმაოდ კარგი მატჩი იყო. შედეგი კი არის ის, რაც ტაბლოზე დაფიქსირდა. მაგრამ შეიძლება ყოფილიყო 1:1 ან 2:2. ამხანაგური მატჩები ასეა. ჩვენ ახალი სისტემა გამოვცადეთ და კმაყოფილი ვარ ჩემი ფეხბურთელებით. ბიჭებმა არაჩვეულებრივი მებრძოლი ხასიათი გამოავლინეს“, – განაცხადა სანიოლმა ბოსნია-ჰერცეგოვინასთან მატჩის შემდეგ.

დასასრულს მან დაამატა, რომ მთავარი არბიტრი ვალდებული იყო მასპინძელთა კარში პენალტი დაენიშნა.

„მსაჯმა რამდენიმე შეცდომა დაუშვა. ერთი იყო რეალური საგოლე მომენტი, რომლის დასრულების უფლებაც არ მოგვცა, მეორე ტაიმში ბოსნია-ჰერცეგოვინას კარში პენალტიც უნდა დაენიშნა. თუმცა, ზოგჯერ ასეთ გადაწყვეტილებებს იღებენ და ამას უნდა შევეგუოთ. ეს ამხანაგური მატჩია, რაც გუნდების მომზადებას ემსახურება. შედეგი არ არის მთავარი, მთავარია, რა ფეხბურთს აჩვენებ“, – ამბობს სანიოლი.

დატოვე კომენტარი