ვიდეორეფერის პროვაიდერი რუსეთის ჩემპიონატის დატოვებას აპირებს #1TVSPORT
უკრაინაში რუსეთის ჯარების შეჭრის გამო, რუსეთის ჩემპიონატს თანამედროვე ტექნოლოგიების გარეშე დარჩენა ემუქრება – ინფორმაციას უკრაინული გამოცემა zbirna.com ავრცელებს.
„Hawk-Eye Innovations Ltd-მ, რომელიც VAR ტექნოლოგიის მიმწოდებელია, შესაძლოა დატოვოს რუსეთი. ბრიტანული კომპანიის გასვლის ალბათობა დიდია. ამ შემთხვევაში, რუსეთის საფეხბურთო კავშირს მოუწევს სხვა პროვაიდერის მოძებნა ან ვიდეორეფერის სისტემაზე უარის თქმა. გაყვანის შემთხვევაში, პროვაიდერი ამოიღებს მთელ თავის აღჭურვილობას რუსეთიდან“, – წერს გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ყველა ნაკრებს და კლუბს აეკრძალა საერთაშორისო დონეზე ოფიციალური თამაშების ჩატარება. შედეგად, რუსეთის ნაკრებმა, რომელმაც მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის პლეი ოფში თამაშის უფლება მოიპოვა, მსოფლიოს მთავარ სანაკრებო ტურნირზე გასვლის შანსი დაკარგა.