უეფა-მ ახალი ტექნოლოგია დანერგა, რომელიც ევრო 2024-ზე ვიდეორეფერის მუშაობას უფრო სწრაფსა და შეუცდომელს გახდის #1TVSPORT
უეფა-მ ახალი ტექნოლოგია დანერგა, რომელიც ევრო 2024-ზე ვიდეორეფერის მუშაობას უფრო სწრაფსა და შეუცდომელს გახდის #1TVSPORT

უეფა-ში განაცხადეს, რომ თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ევროპის ჩემპიონატზე VAR-ის მუშაობას უფრო სწრაფსა და სანდოს გახდის. ბურთში ჩამონტაჟებული ჩიპი მაქსიმალური სიზუსტით დააფიქსირებს თამაშგარე მდგომარეობას, ხელით თამაშს, კარის ხაზის გადაკვეთასა და ა.შ.

ახალი სისტემა რეალურ დროში გადასცემს ბურთზე თითოეულ შეხებას, რაც მსაჯებს საშუალებას მისცემს, ნაკლები დრო დაკარგონ ვიდეორეფერის გადამოწმების დროს და შეცდომის დაშვებასაც ფატქობრივად გამორიცხავს. აღნიშნული ტექნოლოგიის დახმარებით კიდევ უფრო მკაფიო გახდება სატელევიზიო გრაფიკა და ვიზუალიზაცია.

ევროპის 2024 წლის ჩემპიონატი გერმანიაში 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გაიმართება. საქართველოს ეროვნული ნაკრები კი კონტინენტის მთავარ საფეხბურთო დღესასწაულზე პირველად მიიღებს მონაწილეობას.