ტაიმაუტის ექსკლუზივი | დავით მუჯირი - ელიგაში ვიდეორეფერის გამოყენება წელსვე გვსურს, 2023 წლიდან კი მისი სრულყოფილად ამოქმედება #1TVSPORT
ტაიმაუტის ექსკლუზივი | დავით მუჯირი - ელიგაში ვიდეორეფერის გამოყენება წელსვე გვსურს, 2023 წლიდან კი მისი სრულყოფილად ამოქმედება #1TVSPORT

ფეხბურთის ფედერაციის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა საქართველოს პირველი არხის გადაცემა „ტაიმაუტში“ პირველად განაცხადა კონკრეტული ვადები, საქართველოში ვიდეორეფერი როდის ამოქმედდება.

ვიდეორეფერის დანერგვაზე აქტიურად ვმუშაობთ. კლუბებთან გვქონდა კონსულტაცია, რომ წელსვე მოვიპოვოთ ეროვნულ ლიგაში ვიდეორეფერის გამოყენების უფლება – იმედი გვაქვს, რომ ეს ზაფხულის შესვენების დროს მოხერხდება.

იმედი გვაქვს, რომ შემოდგომაზე ეროვნული ლიგის შერჩეულ თამაშებზე, ყველაზე არა, ვიდეორეფერის გამოვიყენებთ. საბოლოოდ, სრულად ეროვნულ ლიგაში ვიდეორეფერის გამოყენება ყველა სტადიონზე და ლიგის 180-ივე თამაშზე 2023 წლიდან გვაქვს დაგეგმილი.

ამის დანერგვასთან დაკავშირებით სერიოზული პროცედურებია საჭირო – სტადიონების ტექნიკურად აღჭურვა და ა.შ. სფფ-მ ტექნიკური აღჭურვილობა უკვე შევისყიდეთ, რომელის ჩამოსულია, მსაჯებმა კი თეორიული მომზადება გაიარეს.

კოვიდმა ხელი შეგვიშალა, თორემ ვიდეორეფერის დანერგვა 2022 წლის დასაწყისში გვსურდა. თბილისში მალე ფიფა-ს ინსტრუქტორი მსაჯების გადასამზადებლად ჩამოვა. უკვე 18 მსაჯი გვყავს, ვინც ამ განათლებას მიიღებს.

ფეხბურთი დინამიური გახდა და შეცდომებმა იმატა, რადგან გადაწყვეტილება წამის მეათედშია მისაღები. ამ დროს, ვიდეორეფერი მილიმეტრებში ზომავს და იქაც კი ყველაფერი ბოლომდე არ ჩანს. ამიტომ მნიშვნელოვანია, დროზე დავნერგოთ და შეცდომები მინიმუმამდე შევამციროთ.“