„ვესტ ჰემ ინაიტედის“ ვიცე-პრეზიდენტი კარენ ბრედი აცხადებს, რომ გუნდის რვა ფეხბურთელს კორონავირუსით ინფიცირების ნიშნები აქვს. ამ ინფორმაციას გამოცემა „სანი“ ავრცელებს.
„უნდა აღვნიშნო, რომ ყველა ამ ფეხბურთელს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნება. ისინი ახლა საკუთარ ოჯახებთან ერთად არიან და თავს კარგად გრძნობენ. საუბარია მხოლოდ ცემინებასა და ხველაზე, მაგრამ მაინც სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ“, – ამბობს ბრედი.
„ვესტ ჰემს“ ამჟამად გუნდური ვარჯიშები შეწყვეტილი აქვს და ფეხბურთელები საკუთარ სახლებში ვარჯიშობენ. მოსალოდნელია, რომ ბაზაზე გუნდი 13 აპრილს შეიკრიბება.