ნიდერლანდების ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ვესლი სნეიდერმა კარიერის დასრულებიდან ერთი წლის თავზე მინდორზე დაბრუნება გადაწყვიტა. 36 წლის ნახევარმცველმა გამოაცხადა, რომ უტრეხტის კლუბ DHSC-ს შემადგენლობაში იწყებს ვარჯიშს.
„ეს იყო საუბარი, რომელიც იქამდე შედგა, სანამ „უტრეხტისგან“ მივიღებდი შეთავაზებას. მონაწილეობას მივიღებ გუნდის წინასასეზონო შეკრებაში, რათა ფორმა აღვიდგინო. 10 კვირის შემდეგ, ყველაფერი სხვანაირად იქნება“, – განაცხადა სნეიდერმა.
ნიდერლანდელს თავის კარიერაში „რეალის“, „ინტერის“, „გალათასარაის“, „ნიცასა“ და „ალ-გარაფას“ შემადგენლობაში უთამაშია.