ჰოლანდიის ნაკრების ყოფილმა ნახევარმცველმა, ვესლი სნეიდერმა საკუთარ საფეხბურთო კარიერაზე ისაუბრა:
„მე მესის და რონალდოსნაირად შემეძლო მეთამაშა, მაგრამ არ მინდოდა. მე სიცოცხლით ვტკბებოდი, სადილზე თავს ერთი ჭიქა ღვინოს დალევის უფლებასაც ვაძლევდი. ლეო და კრიშტიანო სხვანაირები არიან, მათ კარიერას ბევრი რამ შეწირეს.მე არაფერს ვნანობ, ჩემი კარიერა მაინც საკმაოდ კარგი გამოვიდა“, – განაცხადა ჰოლანდიელმა ჯანლუკა დი მარციოს ვებგვერდზე ინტერვიუს დროს.
შეგახსენებთ, რომ სნეიდერი 2004 წლის ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანია, ასევე იგი გახლავთ 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვერცხლის მედლისა და 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონატის მესამე ადგილის მფლობელი. საკლუბო დონეზე ჰოლანდიელი „აიაქსის“, „რეალის“, „ინტერის“, „გალათასარაის“ და „ნიცას“ შემადგენლობაში ასპარეზობდა. იგი იტალიის, ჰოლანდიის, ესპანეთის და თურქეთის ჩემპიონია. 2010 წელს კი სნეიდერმა „ინტერის“ შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.