XXI საუკუნის ერთ-ერთმა საუკეთესო ცენტრალურმა ნახევარმცველმა ვესლი სნეიდერმა ოფიციალურად გამოაცხადა ფეხბურთელის კარიერის დასრულების შესახებ, – წერს ჰოლანდიური გაზეთი „დე ტელეგრააფი“ (De Telegraaf).
35 წლის ჰოლანდიელის ბოლო კლუბი იყო ყატარის „ალ-გარაფა“, რომელშიც 2018 წლიდან თამაშობდა.
მანამდე სნეიდერი „აიაქსის“, „რეალის“, „ინტერის“, „გალათასარაისა“ და „ნიცას“ ფეხბურთელი იყო. ჰოლანდიის ნაკრებში მან 134 მატჩი ჩაატარა და 30 გოლი გაიტანა. მან მსოფლიოს 2010 წლის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა, 2014 წელს – ბრინჯაოს მედალი.
სნეიდერი მშობლიურ ქალაქ უტრეხტში აპირებს დამკვიდრებას. მან ახალ სეზონში კლუბის ყველა საშინაო მატჩზე დასწრება დაგეგმა, რის გამოც „უტრეხტის“ სტადიონზე ბიზნეს-ლოჟა გამოისყიდა.