ვერტონგენი „ბენფიკაში“ გადადის
ვერტონგენი „ბენფიკაში“ გადადის

იან ვერტონგენმა „ტოტენჰემი“ თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და ჯერჯერობით არცერთ კლუბთან ხელშეკრულება არ გაუფორმებია.

ცნობილი იტალიელი სპორტული მიმოხილველი ფაბრიციო რომანო ირწმუნება, რომ „ტოტენჰემის“ ყოფილი ფეხბურთელი პორტუგალიაში, კერძოდ კი „ბენფიკაში“ გადავა.

ჟურნალისტის ინფორმაციით, 33 წლის ვერტონგენმა პორტუგალიურ მხარესთან ხელშეკრულების დეტალები უკვე შეათანხმა და უახლოეს მომავალში სამწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.

2019/20 წლების სეზონში ბელგიელმა ფეხბურთელმა „ტოტენჰემის“ შემადგენლობაში 30 მატჩი ჩაატარა, გაიტანა ორი ბურთი და ერთი საგოლე გადაცემა შეასრულა.