ოპოზიციონერი დიპლომატი აცხადებს, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს, ნიკოლას მადურო გადააყენონ
ოპოზიციონერი დიპლომატი აცხადებს, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს, ნიკოლას მადურო გადააყენონ

ოპოზიციონერი დიპლომატი კარლოს ვეჩიო აცხადებს, რომ, რაც ვენესუელაში ხდება, მხოლოდ დასაწყისია. მისი თქმით ყველანაირი საფუძველი არსებობს, რომ ნიკოლას მადურო გადააყენონ.

„ეს არის ოპერაცია, რომელიც ახლა ვითარდება. უფრო მეტ მოვლენას ვიხილავთ უახლოეს საათებში“, – განაცხადა ვეჩიომ.

მისი თქმით, ეს არის კონსტიტუციური პროცესი, რომელსაც წინ უძღვის ვენესუელას ხალხი და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელი ხუან გუაიდო.

კარლოს ვეჩიომ ნიკოლას მადუროს მიმართა: „ვენესუელა მზადაა ცვლილებებისთვის. უნდა მისცე ხალხს უფლება, განაახლონ დემოკრატიული სისტემა. დრო მოვიდა. ვენესუელა მზადაა ცვლილებებისთვის და ამის შეჩერება უკვე შეუძლებელია“, – განაცხადა ვეჩიომ.

ხუან გუაიდოს მხარეს გადასულ სამხედროებსა და ნიკოლას მადუროს მხარდამჭერ ჯარისკაცებს შორის დაპირისპირება მოხდა.