ევროპის ორ ქალაქში, ვენაში და ბაზელში ATP-ს 500-იანი სერიის ტურნირები მიმდინარეობს. ვენაში დღეს ნახევარფინალური მატჩები გაიმართება. იაპონელი კეი ნიშიკორი ყაზახ მიხეილ კუკუშკინს დაუპირისპირდება, კევინ ანდერსონი კი ესპანელ ფერნანდო ვერდასკოს შეხვდება. ბაზელში ნახევარფინალური წყვილები ასე დაწყვილდნენ: ალექსანდ ზვერევი – მარიუს კოპილი, როჯერ ფედერერი – დანილ მედვედევი.
ლეგენდარულმა შვეიცარიელმა გუშინ, ფრანგ ჟილ სიმონთან, სამ სეტიანი მძიმე ბრძოლა გადაიტანა – 7:6 4:6 6:4. შეგახსენებთ, რომ როჯერს ბაზელის ტურნირი რვაჯერ აქვს მოგებული.