ავსტრიის მოქალაქეებმა ვენის ქუჩებში საპროტესტო აქცია გამართეს. პოლიციის ინფორმაციით, საპროტესტო აქციებში 35 ათასზე მეტმა მოქალაქემ მიიღო მონაწილეობა. „როიტერის“ ცნობით, დემონსტრანტებმა წინა დღეს მთავრობის მიერ გამოცხადებული ლოკდაუნი და ახალი გადაწყვეტილება გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, მომავალი წლის პირველი თებერვლიდან ავსტრიაში ვაქცინაცია სავალდებულო გახდება.
პოლიციის ინფორმაციით, კოვიდრეგულაციების დარღვევის გამო, 10-მდე ადამიანია დაკავებული.
საპროტესტო აქციაში მონაწილეობა მემარჯვენე პარტიებმაც მიიღეს, რომელთა განცხადებითაც, მთავრობამ ავსტრიაში დიქტატორული რეჟიმი დაამყარა.