საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა
საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა

დღეიდან საფრანგეთმა საერთაშორისო მოგზაურებისთვის ყველა კოვიდშეზღუდვა გააუქმა. შესაბამისი გადაწყვეტილება საფრანგეთის მთავრობის ვებგვერდზე განთავსდა.

პირველი აგვისტოდან საფრანგეთში ჩასულ მგზავრებს აღარ მოუწევთ კოორნავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის, კოვიდისგან გამოჯანმრთელების ან ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა.

თუმცა ამავე დროს, როგორც საფრანგეთი შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, საფრანგეთის მთავრობას შეუძლია, უახლოესი ექვსი თვის განმავლობაში შემზღუდავი ზომები ხელახლა აამოქმედოს არა უმეტეს ორი თვის ვადით იმ შემთხვევაში, თუ გავრცელდება კორონავირუსის ახალი ვარიანტი, რომელიც ჯანმრთელობისთვის სერიოზულ რისკს წარმოადგენს.