მინსკის რიგით მეორე ევროპულ თამაშებზე გამოსვლა დაასრულა ქართველმა ველომბროლელმა თენგიზ ბარბაქაძემ.
დროზე საგზატკეცილო განცალკევებით რბოლაში მან 39 მონაწილიდან 37-ე ადგილი დაიკავა (8.5 კმ. – 12:07.03; 22.5 კმ. – 19.43.92; ფინიში – 8:49.15; სულ – 40:40.10).
აღნიშნულ დისციპლინაში, ოქროს მედალი ბელორუსმა ვასილ კირიენკამ დაიკავა (33:03.34). მეორე ადგილი პორტუგალიელ ოლივია ნელსონს ერგო (33:31.82), ბრინჯაო კი ჩეხმა ჯან ბარტამ დაიმსახურა (33:40.47).
შეგახსენებთ, რომ თენგიზ ბარბაქაძემ საგზატკეცილო მას-სტარტში რბოლის დასრულება ვერ შეძლო.