ველოსპორტი - ბარბაქაძე ასპარეზობას გამოეთიშა | მინსკი 2019 [ვიდეო]
ველოსპორტი - ბარბაქაძე ასპარეზობას გამოეთიშა | მინსკი 2019 [ვიდეო]

მინსკში მიმდინარე ევროპის ოლიმპიურ თამაშებში დღეს ქართველი ველომრბოლელი თენგიზ ბარბაქაძე ჩაერთო, რომელმაც საგზატკეცილო რბოლაში ასპარეზობის დასრულება ვერ შეძლო და შეჯიბრს ნაადრევად გამოეთიშა.

ქართველმა სპორტსმენმა ტრასის ბოლომდე ათვისება ვერ მოახერხა, მან მხოლოდ 11 წრის გავლა მოახერხა. თენგიზ ბარბაქაძისთვის ეს სადებიუტო ევროპული თამაშები იყო.