ეროვნული საფეხბურთო ლიგის ბოლო ტურში თბილისის „ლოკომოტივი“ დღეს ქუთაისის „ტორპედოს“ შეხვდა, მაგრამ უცნობი მიზეზის გამო, გუნდს ერთ-ერთი ლიდერი, ვატო არველაძე არ ეხმარებოდა და ის განაცხადშიც არ იყო.
თბილისური კლუბისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის უთამაშებლობის მიზეზი თავად მან გაამხილა.
ვატო არველაძემ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, სადაც ის პოლონური კლუბის, „კორონას“ ფორმით არის და კონტრაქტს აფორმებს, მეგობრები და ახლობლები კი პოლონეთში გადასვლას ულოცავენ.
შეგახსენებთ, რომ კელჩეს „კორონაში“ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა თამაშობს.