ვასილი უტკინს თავს დაესხნენ - ცნობილი კომენტატორი სტანისლავ ჩერჩესოვს ადანაშაულებს
ცნობილი რუსი საფეხბურთო კომენტატორი ვასილი უტკინი უცნობი ადამიანის მხრიდან თავდასხმის მსხვერპლი გახდა. მან ჟურნალისტს პატარა ბალონიდან სახეში გაურკვეველი აირი შეასხა.
„სულ ახლახანს, რაღაც გაურკვეველი საზიზღრობა შემასხეს სახეში. ეს მოხდა „ეგრისის“ ვარჯიშის შემდეგ. ამ დროს პრაქტიკულად სულ აქ ვარ, ასე რომ, ჩემი გამოჭერა იოლია. ახალგაზრდა მამაკაცი, კაპიუშონით, რუხი ჰუდით ქურთუკის ქვეშ, ჩემს მანქანასთან, სიბნელეში.
ყველაფერს ტელეფონზე იღებდა. რა შემასხა – არ ვიცი. სახე თითქმის აღარ მეწვის, მაგრამ თავბრუსხვევა მაქვს. მარცხენა თვალში მომხვდა“, – განაცხადა უტკინმა.
კომენტატორს მიაჩნია, რომ ეს რუსეთის საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელის სტანისლავ ჩერჩესოვის მოწყობილია. უტკინი რეგულარულად მიუთითებს ჩერჩესოვის საკამათო გადაწყვეტილებებზე და მწვრთნელმაც სამაგიეროს გადახდა გადაწყვიტა.