ვასილი უტკინი - კვარაცხელია პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია
ვასილი უტკინი - კვარაცხელია პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია

ვასილი უტკინმა ყაზანის „რუბინის“ თავდამსხმელს, ხვიჩა კვარაცხელიას პრემიერლიგის ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელი უწოდა – ამის შესახებ ცნობილმა სპორტულმა კომენტატორმა რადიო „ეხო მასკვისთან“ ილაპარაკა.

„ყაზანის „რუბინს“ ევროთასებისთვის ბრძოლა ჩემპიონატის დასრულებამდე სამი ტურით ადრეც კი შეეძლო. რა თქმა უნდა, ახალ სეზონშიც შეუძლია ამისთვის იბრძოლოს. მათ ახალგაზრდები ჰყავთ. მათ შორის, ფეხბურთელი, რომელიც ამჟამად რუსეთის პრემიერლიგაში ყველაზე ნიჭიერია. თუ შეეცდებით, შეგვიძლია „​„რუბინის“ ორი მოთამაშეც გამოვყოთ. უპირველესად, ხვიჩა კვარაცხელიაზე ვგულისხმობ, ასევე ივან იგნატიევზე. ამიტომ, „რუბინმა“ მაღალი მიზნები უნდა დაისახოს,”- თქვა უტკინმა.

შეგახსენებთ, რომ დასრულებულ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია რუსეთის პრემიერლიგის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელად აღიარეს.