ვასილი უტკინი - კვარაცხელიას ხშირი ხსენება რეკომენდებული არაა, მაგრამ ამ არაბუნებრივ წესს შევცვლით
ვასილი უტკინი - კვარაცხელიას ხშირი ხსენება რეკომენდებული არაა, მაგრამ ამ არაბუნებრივ წესს შევცვლით

ცნობილმა სპორტულმა ჟურნალისტმა ვასილი უტკინმა, რომელიც რუსეთში ხელისუფლებისთვის არასასურველ ჟურნალისტადაა ცნობილი, საქართველოს ნაკრებისა და „რუბინის“ თავდამსხმელ ხვიჩა კვარაცხელიაზე ილაპარაკა.

„ძალიან ბედნიერი ვარ სეზონის ბოლოს ხვიჩა კვარაცხელიას მიერ ნაჩვენებით თამაშით. ვიცი, რომ ასეთი გვარის ხშირად ხსენება რეკომენდებული არაა, მაგრამ ჩვენ ამ არაბუნებრივ წესს შევცვლით“ – წერს უტკინი თავის ტელეგრამ არხზე.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის პრემიერლიგის ბოლო შეხვედრაში ყაზანის „რუბინმა“ მოსკოვის „სპარტაკთან“ მატჩი 1:2 წააგო, ამის მიუხედავად, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია აღიარეს – საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა ეს პრიზი ბოლო შვიდ შეხვედრაში მეოთხედ მიიღო.

2018 წელს, მსოფლიო ჩემპიონატის კომენტატორი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ადმინისტრაციის ზეწოლის გამო მოხსნეს.

ცნობილი რუსი ჟურნალისტი რუსეთში იმითაც გამოირჩევა, რომ საქართველოს და ქართველების მიმართ კეთილგანწყობილია, 2017 წელს კი მოსკოვის სამოყვარულო გუნდის სპონსორი გახდა, რომელსაც „ეგრისი“ ჰქვია.