მსოფლიოს საკრივო ორგანიზაციამ (WBO) 2019 წლის ლაურეატები დაასახელა. წლის მოკრივედ გამოცხადდა მჩატე წონაში WBO-ს, WBA-სა და WBC-ის ვერსიებით ჩემპიონი, უკრაინელი ვასილი ლომაჩენკო (14-1, 10KO).
WBO-მ 2019 წლის პრიზები ასე გაანაწილა:
წლის მოკრივე (მამაკაცი) – ვასილი ლომაჩენკო
წლის მოკრივე (ქალი) – ამანდა სერანო
ყველაზე მძლავრი ჩემპიონი – ტერენს კროუფორდი
წლის მენეჯერი – ეგის კლიმასი
წლის მწვრთნელი – ანატოლი ლომაჩენკო
წლის პრომოუტერი – ბობ არუმი
წლის ბრძოლა – ენტონი ჯოშუა-ენდი რუისი