ლომაჩენკომ ბრიტანელი კემპბელი დაამარცხა და მჩატე წონაში მესამე ტიტული მოიპოვა [ვიდეო]
ლომაჩენკომ ბრიტანელი კემპბელი დაამარცხა და მჩატე წონაში მესამე ტიტული მოიპოვა [ვიდეო]

ლონდონში „O2-არენაზე“ მთავარი საკრივო ორთაბრძოლა გაიმართა. უკრაინელმა ვასილი ლომაჩენკომ, რომელიც დღეს ყველა წონაში მსოფლიოს საუკეთესო მოკრივედ მიიჩნევა, ბრიტანელი ლუკ კემპბელი დაამარცხა და მჩატე წონაში WBA-სა და WBO-ის ტიტულებს, WBC-ის ვაკანატური საჩემპიონო ქამარი დაუმატა.

პირველი რაუნდის შემდეგ, რომელშიც, ტრადიციულად, ლომაჩენკო მეტოქეს აკვირდებოდა, უკრაინელმა ბრძოლაზე კონტროლი დააწესა, მაღალ ტემპს ინარჩუნებდა, თუმცა, არც მოვლენების ფორსირებაზე მიდიოდა.

სამჯერ კემპბელს კრიტიკული მომენტი დაუდგა – მეხუთე და მეშვიდე რაუნდებში ბრიტანელმა მძიმე დარტყმები გაატარა, მაგრამ ორივე შემთხვევაში გონგმა სულზე მიუსწრო. მე-11 რაუნდში კი ლომაჩენკოს შეტევა კემპბელის ნოკდაუნით დასრულდა. მასპინძელმა დიდი გაჭირვებით გაძლო ბრძოლის ბოლომდე, მაგრამ შეხვედრის საბოლოო შედეგი ეჭვს არ იწვევდა. საბოლოოდ, სამივე მსაჯმა უკრაინელს დიდი უპირატესობით მოაგებინა – 119:108, 119:108, 118:109.