ვაშინგტონის ქუჩებში რასიზმის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს
ვაშინგტონის ქუჩებში რასიზმის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს

ვაშინგტონის ქუჩებში რასიზმის საწინააღმდეგო აქცია დაიწყო. დემონსტრანტები თავდაპირველად ლინკოლნის მემორიალის კიბეებთან შეიკრიბნენ, შემდეგ კი, მსვლელობა დაიწყეს.

ტელეკომპანია „ფოქს ნიუსის“ ინფორმაციით, თეთრ სახლთან უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურადაა გამკაცრებული. აქციის ორგანიზატორები ვარაუდობენ, რომ ვაშინგტონში აქციაზე მილიონი ადამიანი მივა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.