ვაშინგტონის მერი ქალაქში მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციას შეუერთდა

01:55, 07.06.2020
1247200209

1247200209

ვაშინგტონის მერი მურიელ ბოუზერი ქალაქში მიმდინარე ანტირასისტულ საპროტესტო აქციას შეუერთდა.

რამდენიმე დღის წინ, მურიელ ბოუზერმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდა, ვაშინგტონიდან გაეყვანა ფედერალური სამართალდამცველები და სამხედროები. მერის მოწოდებას აშშ-ის პრეზიდენტი გამოეხმაურა და მან ბოუზერს არაკომპეტენტური უწოდა.

ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყო, რაც 25 მაისს მინეაპოლისში, პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემდეგ, 46 წლის აფრო-ამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.

მსგავსი