აქციები ევროპაში – გამოხმაურება თბილისში
ევროპის მასშტაბით მიმდინარე აქციებს, რომელიც უკვე თითქმის სამი კვირაა იმართება, თბილისში ეხმაურებიან. საქართველოს ხელისუფლება 2024-25 წლებში დედაქალაქში გამართულ აქციებსა და იმ გზავნილებს იხსენებს, რომლებიც ევროპელი ლიდერებისგან საქართველოს მისამართით ისმოდა. „ქართულ ოცნებაში“ კვლავ ბრიუსელის ორმაგ სტანდარტებზე საუბრობენ და აღნიშნავენ, რომ დასავლეთს არ დაუგმია ის ძალადობა, რომელიც გასულ წელს თბილისში ხდებოდა. თუმცა, მათივე თქმით, ახლა ევროპაში მიმდინარე აქციებთან დაკავშირებით ევროკავშირის მხრიდან განსხვავებულ რიტორიკას ხედავენ. მმართველ გუნდში ასევე მიაჩნიათ, რომ დამოკიდებულებების მხრივ სამართლიანობა უნდა არსებობდეს.