ედი რამა – ვისაც დიალოგი სურს, სადაც უნდათ, როცა უნდათ, მე მთავრობასთან ერთად ხელმისაწვდომი ვარ

18:00, 20.10.2026

ვისაც დიალოგი სურს, სადაც უნდათ, როცა უნდათ, აქაც კი, თუ სურთ, მე მთავრობასთან ერთად ხელმისაწვდომი ვარ, – ამის შესახებ ალბანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა.

ედი რამამ თავისი ოფისის წინ განათავსა სკამები წარწერით – „დიალოგი“.  მან ასევე აღნიშნა, რომ დიალოგს ძალადობაში ჩართულ პირებთან არ გამართავს.

„ერთადერთი, ვისაც არ მივესალმებით, არიან ისინი, ვინც ძალადობას ჩადიან და ისინი, ვინც ძალადობისგან დისტანციას არ ინარჩუნებენ“, – თქვა ედი რამამ.

ცნობისთვის, ალბანეთში, უკვე რამდენიმე დღეა, სტუდენტური აქციები იმართება. აღნიშნულს პროტესტის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის დაპირისპირებაც მოჰყვა. აქციები თავდაპირველად უნივერსიტეტებში არსებულ პირობებსა და უმაღლესი განათლების ხარჯებს ეხებოდა.

მსგავსი