საფრანგეთის პრემიერი აცხადებს, რომ 17 ოქტომბერს ზოგიერთ ადგილას „ულტრამემარცხენე და რადიკალური მემარცხენე ჯგუფების მიერ ამბოხების სქემა“ იყო დაგეგმილი

18:51, 20.10.2026

საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, სებასტიან ლეკორნუმ ეროვნულ ასამბლეაში განაცხადა, რომ 17 ოქტომბერს ზოგიერთ ადგილას „ულტრამემარცხენე და რადიკალური მემარცხენე ჯგუფების მიერ ამბოხების სქემა“ იყო დაგეგმილი.

პრემიერის თქმით, „საფრანგეთის მოქალაქეებმა ერთხელ და სამუდამოდ უნდა გააკეთონ არჩევანი ძალადობასა და რესპუბლიკას შორის“.

განცხადებას მემარცხენე პარტიის, „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ წარმომადგენელი მანუელ ბომპარი გამოეხმაურა. მისი თქმით, ახალგაზრდების მოძრაობას მთავრობამ „ზიზღითა და ძალადობით“ უპასუხა.

მისივე განმარტებით, დაზვერვის სამსახურებს ულტრამემარცხენეების დასადანაშაულებლად იყენებენ.

როგორც მედია წერს, აღნიშნული ბრალდება ეფუძნება ფრანგული მედიის სტატიას, სადაც დაზვერვის ერთ-ერთი კომისარი ამბობს, რომ ძარცვის დროს ულტრამემარცხენეებთან დაკავშირებით მოკვლევა დაავალეს. შინაგან საქმეთა მინისტრმა, ლორან ნუნესმა ბრალდება უარყო.

„ეს მცდარია. ქვეყნის დაზვერვის სამსახურები პოლიტიკურ პარტიებზე არ მუშაობენ“, – აღნიშნა ლორან ნუნესმა.

მსგავსი