დავის ბერტანსმა ორლანდოს „ბაბლში“ გამართულ პლეი ოფების სერიაში მონაწილეობა პირადი მიზეზების გამო არ მიიღო. ადრიან ვოჟნაროვსკის ინფორმაციით, ლატვიელი მსროლელი „ვაშინგტონს“ მოელაპარაკა და უახლოეს დღეებში ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. ხელშეკრულების თანახმად, ბერტანსი ჰონორარის სახით $80 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს.
გასულ სეზონზე ლატვიელი მატჩში საშუალოდ 15.4 ქულასა და 4.5 მოხსნას აგროვებდა. სამქულიანი დისტანციიდან ის 42.4 პროცენტიანი სიზუსტით ისროდა.