ვარლამ ლიპარტელიანის ვერცხლი და იაპონელთა მორიგი ოქრო - მეექვსე დღის შეჯამება | ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი
21:17, 25.09.2018
ბაქოში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის მეექვსე დღეს საქართველოს ნაკრებმა მედლის მოპოვება მოახერხა, თუმცა სამწუხაროდ ვარლამ ლიპარტელიანს (100 კგ.) ოქრომდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.
ფინალამდე მან ოთხი ბრძოლა მოიგო – პირველ შეხვედრაში ფრანგ ალექსანდრ იდირს სძლია, მერვედფინალში ელმარ გასიმოვი დაამარცხა, მეოთხედფინალში კი ეგვიპტელი რამადან დარვიში გამოთიშა ოქროსთვის ბრძოლას. ტურნირის ნახევარფინალში ვარლამს მონღოლი ოტგონბაატარ ლხარგვასურენი დაუპირისპირდა, რომელიც ვაზარით დაამარცხა და ფინალში გავიდა.
მსოფლიო ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში ქართველი ფალავანი გუნამ ჩოს შეხვდა. ბრძოლა ძალზედ დრამატული გამოდგა და დამატებით დროში გამარჯვება კორეელს დარჩა.
ვარლამ ლიპარტელიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე მეხუთე მედალი მოიპოვა და სამწუხაროდ არც ერთი არ არის ოქროსი – სპორტსმენის ანგარიშზე სამი ვერცხლის და ორი ბრინჯაოს მედალია.
100 კგ. წონით კატეგორიაში მამაკაცებში მედლები ასე განაწილდა –
ქალთა შორის ორთაბრძოლები 78 კგ. წონით კატეგორიაში მიმდინარეობდა, ოქროს მედალი კი კვლავ იაპონელ სპორტსმენს დარჩა. შორი ჰამადა ნახევარფინალამდე იოლად მივიდა, სადაც ჰოლანდიელ მარჰინდე ვერკერკსაც წუთსა და ოცდათოთხმეტ წამში გაუმკლავდა.
შედარებით დაძაბული გამოდგა ფინალური დაპირისპირება, რომელშიც იაპონელს ასევე ჰოლანდიელი გუსე სტენჰუისი შეხვდა. ძირითად დროში გამარჯვების მოპოვება ვერც ერთმა ძიუდოისტმა ვერ შეძლო, რასაც „ოქროს ქულა“ მოჰყვა, რომელშიც კვლავ ჰამადამ იმარჯვა და მსოფლიო ჩემპიონატი კარიერაში პირველად მოიგო.
ტურნირის მეექვსე დღეს ქალთა შორის მედლები ასე გადანაწილდა –